პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე იმყოფებოდა.
მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
ზუგდიდ-ცაიშისა და გერმანია-ავსტრიის ეპარქიების მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ პრემიერ-მინისტრს, თავდაცვისა და შს მინისტრებს ღვთისმშობლის კვართის ხატები გადასცა.