პრემიერი მზად არის, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს პირადად შეხვდეს
პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე თქმით, მედიას შესაძლებლობა მიეცემა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწეროს აღნიშნული შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები.