პრემიერი კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გლაზგოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაური დღეს სამიტზე სიტყვით გამოვა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. ასევე ქართული დელეგაცია მართავს ორმხრივ შეხვედრებსაც.

შოტლანდიაში სამიტს ანა ბროლაძე აშუქებს.