პრემიერი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 11-დან 13 ნოემბრამდე კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი უმასპინძლებენ. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოვა ლიდერთა სამიტზე და პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება. გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ირაკლი კობახიძე ბაქოში ქართულ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან.