პრემიერი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდება. დისკუსია ბაქოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის დაწყებამდე გაიმართება. პირისპირ დიალოგის შემდეგ, ირაკლი კობახიძე განცხადებას გააკეთებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა ლიდერთა სამიტზე და პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.