პრემიერი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ბაქოში იმყოფება. ის გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე და პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.