ბაქოში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა, მასში საქართველოს პრემიერიც მონაწილეობს. მთავარი თემა გლობალური დათბობის მძიმე შედეგების მინიმიზაცია და კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად განვითარებადი ქვეყნების ფინანსური დახმარებაა. შეკრებილ ლიდერებს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართეს. ლიდერები მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებში მონაწილეობენ. უკვე ხვალ კი ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნება საქართველოს პრემიერს. ირაკლი კობახიძესთან ერთად ბაქოში საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებიც იმყოფებიან. კოლეგებთან ერთად თემატურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღო ლევან დავითაშვილმაც.
ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე