პრემიერი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

შეხვედრა გაიმართა გაერო-ს გენერალურ მდივანთანაც. მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაერო-ს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე − გაერო-ს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე გლობალური პარტნიორობის გაძლიერების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები განიხილეს.