საქართველოს პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური მილოცვაში აღნიშნავს, რომ ქართველთა და ებრაელთა ათასწლოვანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია. „ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას – სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულს. ვუერთდები თქვენს საზეიმო განწყობას და კეთილდღეობას, მშვიდობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნავს პრემიერი მილოცვაში.