პრემიერი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ ირაკლი კობახიძეს მიაწოდა ინფორმაცია როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. განიხილეს 2024 წელს დაზვერვის სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს.