2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურმა დაღუპული სამხედროების მამას, მურაზ რომელაშვილს გმირი შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი თავდადება ყველასთვის სამაგალითოა.
ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი და კაპრალი გელა რომელაშვილი, რომლებიც გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდნენ, სიკვდილის შემდგომ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.