პრემიერ-მინისტრი გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. რაც შეეხება მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას, მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ საქმეზე საგამოძიებო უწყება კანონის შესაბამისად იმოქმედებს. პრემიერმა საარჩევნო ადმინისტრაციას გაწეული საქმიანობისა და არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.