თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ალბომის City Lights -ის მიხედვით დადგმული მუსიკალური წარმოდგენის მსოფლიო პრემიერა შედგა. პროექტის მთავარი გმირები მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კომპოზიტორი, დირიჟორი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი იყვნენ. City Lights-ი 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოს აირესი, ნიუ იორკი, თბილისი და სხვა.