თავისუფალი თეატრი თამამი განაცხადისთვის ემზადება.
რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე სცენაზე სოციალურ დრამას დგამს. „სკანდალური დღიური“ – ეს არის სპექტაკლი თანამედროვეობის გამოწვევებზე, მათ შორის ძალადობაზე, ჩაგვრაზე და ადამიანის ცხოვრებაში საზოგადოების ჩარევაზე.