გახმაურებული პიესა სოხუმის თეატრის სცენაზე.
ცნობილი ფრანგი დრამატურგის „მარტორქებს“ ორი თეატრის მსახიობები წარმოადგენენ. ეს არის ამბავი ყოველდღიურ პრობლემებსა და სამყაროზე, სადაც შიშები და კოლექტიური ისტერიკა ადამიანებს ადამიანურ სახეს აკარგვინებს და ცხოველებად აქცევს.
სპექტაკლი ყველა იმ თემას ეხება, რაც ადამიანის ცხოვრებაში დღემდე აქტუალურია.
„მარტორქების“ პრემიერა სოხუმის თეატრში 24 ივნისს გაიმართება.