სპექტაკლის პრემიერა სოხუმის სახელმწიფო თეატრში

სოხუმის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „თოჯინების სახლის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ჰენრიკ იბსენის პიესის მიხედვით რეჟისორმა დავით საყვარელიძემ დადგა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ევროკავშირის პროგრამის – „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი ინიციატივით დაიდგა.

ცნობილი დრამატურგის პიესა მე-19 საუკუნეშია შექმნილი და გენდერულ პრობლემებსა და ქალთა უფლებების საკითხებს ეხმიანება. „თოჯინების სახლის“ თანამედროვე თეატრალური ვერსია სოხუმის თეატრში პირველად დაიდგა. სპექტაკლი, რომელიც ერთი ოჯახის ამბავს გვიამბობს, კიდევ 7 მაისს იქნება წარმოდგენილი.

დატოვე კომენტარი