ომის სისასტიკე ერთი ოჯახის მაგალითზე – სანდრო მრევლიშვილის თეატრის სცენაზე ბრეხტის ცნობილი პიესის ახალი ვერსია იქნება წარმოდგენილი. ეს არის სპექტაკლი სხვადასხვა პროდუქტით მოვაჭრე დედაზე, რომლისთვისაც ომი შემოსავლის მთავარი წყარო ხდება.
დადგმა იმ მძიმე გავლენაზე გვიყვება, რასაც ადამიანზე ომი ახდენს. სპექტაკლ „დედილო კურაჟი და მისი შვილების“ პრემიერა ხვალ სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.