თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე.
დასი ნოდარ მაჭარაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს. „ავი მუსაიფი“ ერეკლე მეორის ცხოვრებასა და მეფობის რთულ პერიოდზეა. ეს იქნება ბოლო პრემიერა, რომელიც თეატრის ძველ შენობაში გაიმართება. ახალი სეზონიდან თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება.