პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ პრემიერა შედგა. ექსპერიმენტული და ახლებური ხედვით დადგმული სპექტაკლი, მაყურებელს რეჟისორმა ელენე მაცხონიშვილმა შესთავაზა. სპექტაკლში ერთმანეთთან სინთეზურად არის შერწყმული ელექტრონული და კლასიკური მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები. ექსპერიმენტული წარმოდგენა ეძღვნება ომს, ომში მყოფ ადამიანებს, მათ ურთიერთობას ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან.