სცენაზე გადატანილი თემა, რომელიც არაერთ ქალს დააფიქრებს.
მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ცნობილი ფრანგი დრამატურგის პიესა „დედა“ იდგმება. ფლორიანა ზელერის ნაწარმოები ოჯახურ ურთიერთობებზე, ადამიანურ პრობლემებზე და იმ ქალებზეა, რომლებმაც ოჯახის გამო საკუთარი ცხოვრება დათმეს.
რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა მსოფლიოში ცნობილი ფრანგი დრამატურგისგან პიესის დადგმის საავტორო უფლება მოიპოვა. სპექტაკლით, „დედა“, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში იდგმება, ტრილოგია დასრულდება.
პრემიერა თეატრის სხვენში 31 იანვარს გაიმართება.