„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ხმაურიანი პრემიერა და აქციები კინოთეატრებთან

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ხმაურიანი საპრემიერო ჩვენების მეორე დღეს საქართველოს კინოთეატრებთან შედარებით სიმშვიდეა. საპროტესტო აქციები თბილისის ხუთივე კინოთეატრთან მიმდინარეობს, თუმცა, გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს შეკრებილები პროტესტს მხოლოდ ლოცვითა და პლაკატებით გამოხატავენ. პოლიციის კორდონის გარღვევის, კინოთეატრში შეჭრისა და კინოჩვენების ჩაშლის მცდელობა დღეს აღარ ყოფილა.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფები ყველა კინოთეატრთან მუშაობენ, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობს. მარიამ სეთურიძეს ჩავრთავთ ახლა კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიიდან.