ანა ფრანკის მძიმე ისტორია ამჯერად ახმეტელის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება.
დასი პრემიერისთვის ემზადება. ნაცისტური ტერორის და სისასტიკის მსხვერპლი ებრაელი გოგონას ტრაგიკული ამბავი და მისი ცნობილი ჩანაწერები ახალი ვერსიით იქნება წარმოდგენილი.
განსხვავებულ დადგმაზე რეჟისორი და მსახიობები ერთად მუშაობდნენ. ანა ფრანკის გარდა, გამოიკვლიეს მძიმე ამბების სხვა პერსონაჟებიც, მაყურებელი მათ ისტორიებსაც უფრო დეტალურად გაიგებს.
სპექტაკლის პრემიერა ახმეტელის თეატრში 27 იანვარს გაიმართება.