პრემიერ-მინისტრმა ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა

ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ფოთში ახლადგახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო, სპორტსმენებს შეხვდა და საჩვენებელ შეჯიბრსაც დაესწრო. საერთაშორისო სტანდარტების ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს. პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდეა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.