პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

ირაკლი კობახიძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებით ძვირფასია მეგობრობის ის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ, ქართველი მუსლიმები რამადან ბაირამს დღეს აღნიშნავენ. თბილისის მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აგრეთვე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, საქართველოს შეიხმა და დასავლეთ საქართველოს მუფთმა.