მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დეოკუპაცია, ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება – იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც პრემიერმა უნდა ილაპარაკოს.