სუამი-ს წევრ ქვეყნებს შორის შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდეს.
საქართველოს პრემიერი უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სუამი-ს წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურების შეხვედრა ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდა. დოკუმენტმა სუამი-ს წევრებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება უნდა უზრუნველყოს. გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ ხვალ უკრაინის პრეზიდენტი გიორგი გახარიას პირადად შეხვდება.
ანა ბროლაძე კიევიდან.