დანიშვნის შემდეგ სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი კობახიძის უკვე უმასპინძლა ნიკოლ ფაშინიანმა. ასევე საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ერევანში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრო.