საქართველოს და სომხეთს შორის სავიზო მიმოსვლა კიდევ უფრო მარტივდება.
ორივე ქვეყნის მოქალაქეების საზღვრის გადაკვეთას პასპორტების გარეშე, ბიომეტრიული პირადობის მოწმობებითაც შეძლებენ. შეთანხმება ერევანში საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს გაფორმდა. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა სხვა შედეგებითაც დასრულდა. სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ტურიზმი, გადაზიდვები, ტვირთბრუნვა დღევანდელ შეხვედრებზე საუბრის მთავარი მიმართულებები იყო. ყურადღების მიღმა არც გეოპოლიტიკური და რეგიონული უსაფრთხოების თემები დარჩენილა. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დარეგულირების და რეგიონული მშვიდობის მისაღწევად საქართველოს პრემიერმა შუამავლობის სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა.