საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც პრემიერმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჰოლანდიელ კოლეგასთან განიხილა. მარკ რუტემ გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.