პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც პრემიერმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჰოლანდიელ კოლეგასთან განიხილა. მარკ რუტემ  გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

დატოვე კომენტარი