ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში საქართველოს პრემიერის ვიზიტი იწყება.
ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცთან შესახვედრად ემზადება. განსახილველი თემების ჩამონათვალი ფართოა. ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული ცხრა რეკომენდაცია იქნება. რა ნაბიჯებს დგამს ქვეყანა ცხრა პუნქტიანი დავალების შესასრულებლად, რამაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას უნდა გაუხსნას გზა – ევროინტეგრაციის გარდა განიხილავენ უსაფრთხოების და ეკონომიკურ თემებს. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე დიდი ალბათობით საუბარი შეეხება შიდა პოლიტიკურ საკითხებსაც. ეს გერმანიის კანცლერთან პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი შეხვედრა იქნება. ბერლინში მაღალი დონის სხვა აუდიენციებიც იგეგმება.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი გერმანიის დედაქალაქშია, – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.