საქართველოს პრემიერი გერმანიის კანცლერთან და პრეზიდენტთან შეხვედრებისთვის ემზადება. ქართული დელეგაცია უკვე ბერლინშია. აუდიენცია ქვეყნის პირველ პირებთან ხვალ გაიმართება. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია. მითუმეტეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაური გერმანულ მხარეს პირადად მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა კეთდება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 12 პუნქტის შესასრულებლად და რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი. ამ მხრივ საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები უკვე მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელმაც დღეს ქართველი კოლეგა მიიღო. გერმანიის პირველმა დიპლომატმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პრაქტიკული დახმარების პირობა მისცა. თამუნა წიკლაური განაგრძობს საუბარს ბერლინიდან.