საქართველოს პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება.
ქართული მედიის ყურადღება ახლა ბრიუსელისკენაა მიმართული, სადაც ხვალ მაღალი დონის შეხვედრები უნდა გაიმართოს. დაგეგმილია აუდიენცია ბელგიის პრემიერთანაც. ბუნებრივია, დღის წესრიგის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხია. მთავრობის მეთაური ევროპელ პარტნიორებს იმ სამუშაოებს გააცნობს, რომლებიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში ტარდება. ევროპული საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო იზრდება. შეხვედრებთან ერთად დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც.