მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე პარტნიორების დასარწმუნებლად ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დისკუსია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. რობერტა მეცოლასთან პირისპირ დიალოგის გამართვამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა. ოფიციალური მიღების შემდეგ დისკუსია დახურულ კარს მიღმა წარიმართა. ვიზიტის ფარგლებში ხვალ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე ნატოს გენერალური მდივანი უმასპინძლებს.