საქართველოს პრემიერი ევროკავშირის ლიდერებთან შესახვედრად ემზადება.
მთავრობის მეთაურის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი საერთაშორისო ვიზიტი იწყება. ხვალ პრემიერ-მინისტრს ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი მიიღებენ. დღის წესრიგის მთავარი თემა ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალებაა, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად უნდა შესრულდეს. რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება ბრიუსელის მთავარი გზავნილია. დიდი ალბათობით საუბარი შეეხება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც. მითუმეტეს, რომ არჩევნების სამართლიანად და თავისუფალ გარემოში ჩატარება ცხრა რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ირაკლი კობახიძე უკვე ახალი სტატუსით ევროპელ ლიდერებს პირადად გააცნობს სამოქმედო გეგმას, თუ როგორ ესახება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. ვიზიტის მეორე ნაწილი ნატოში გაგრძელდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრები უკვე გახდა პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგანი თბილისში.
როგორია ერთი დღით ადრე გზავნილები ევროკავშირიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს ქართული დელეგაციის შეხვედრებს.