ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში შარლ მიშელს ხვდება. დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში იმართება. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და 12 რეკომენდაციის შესრულებაა. მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა დისკუსია გამართა ბელგიელ კოლეგასთან. შეხვედრა მხარეებს შორის ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში წარიმართა. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე.
სალომე ქოქიაშვილი ბრიუსელიდან.