საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსაც.
რა საკითხებზე გაამახვილებს ქართული დელეგაცია ყურადღებას – ნოდარ ჩაჩუა აშუქებს ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში.