პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში - გამოხმაურება

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ტვიტერით ეხმაურება.

„საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ გარემოში. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აგებულია ამ ძლიერ ფუნდამენტზე”, – აღნიშნავს ილჰამ ალიევი. ენერგოუსაფრთხოება, ლოგისტიკური, სატრანსპორტო პროექტები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, – ორი ქვეყნისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ბაქოში გუშინ განიხილეს. ირაკლი კობახიძემ რეგიონული ტურნე აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო და პრემიერის რანგში ბაქოს პირველად ესტუმრა. მომავალი კვირას კი პრემიერი კობახიძე სომხეთში გაემგზავრება, სადაც მთავრობის მეთაური უმაღლესი რანგის შეხვედრებს გამართავს.