საქართველოს პრემიერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსასვლელად ემზადება.
ორი დღით ადრე ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში შეკრებილ ლიდერებს მომავლის სამიტის პლატფორმიდან მიმართა. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ სამი წლის წინ დაფუძნებული სამიტი, რომლის მიზანი მშვიდობისთვის ახალი დღის წესრიგის შექმნა და რეგიონული კონფლიქტების პრევენციაა. გლობალური თანამშრომლობის გაძლიერება და მშვიდობის როლი მდგარი განვითარების პროცესში – ასეთი იყო საქართველოს მთავრობის მეთაურის დღევანდელი გზავნილები საერთაშორისო ტრიბუნიდან. უკვე ცნობილია, რომ მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხები იქნება აქცენტირებული პრემიერის მიმართვაში გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზეც. რეფორმები, ეკონომიკური ვითარება და ნაბიჯები, რომლებსაც ქვეყანა რეგიონული მშვიდობის ხელშესაწყობად დგამს – პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის ძირითადი მიმართულებები მედიითვის უკვე ცნობილია.
„მოამბე“ აშშ-დან – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიას.