საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის შეხვედრებსაც მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი იყო. მოლაპარაკებები გაიმართა გერმანიის კანცლერთან. მთავარ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანსა და პოლიტიკის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველსაც შეხვდა.