საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
მამუკა ბახტაძეს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობათა წევრები მონაწილეობდნენ.
თამარ წიკლაური გაგვაცნობს თემას.