„საქართველო – ღვინის ქვეყანა” – იაპონიაში ორთვიანი გამოფენა გახსნილია.
ვიზიტის ბოლო დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ორი ქვეყნის ერთობლივ ბიზნეს-ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც დამსწრეებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს.
პრემიერი ფორუმის მონაწილეებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ახალ მონაცემებზეც ესაუბრა. სამი დღის განმავლობაში შეხვედრები მიმდინარეობდა მსხვილ იაპონურ კომპანიებთანაც, რა დროსაც ავტოწარმოების სფეროში მოქმედმა რამდენიმე კომპანიამ საქართველოში ბიზნესის დაწყება არ გამორიცხა.