აშშ-ის კონგრესში საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილის საზეიმო მიღება გაიმართა
შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების – კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით მოეწყო.
მიღებაზე სიტყვით გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე საუბრით დაიწყო, რომელიც რეაბილიტაციის კურსს ვაშინგტონში გადის. საქართვლოს პრემიერმა მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, აშშ-საქართველოს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებსა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.