ჯერ უცნობია, რას უპასუხებენ აქციის მონაწილე სტუდენტები პრემიერის შეთავაზებას, სადავო კანონზე დიალოგთან დაკავშირებით. საერთო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მიღებული არ არის. პოზიცია მხოლოდ ორგანიზაცია „ჯიუტმა“ სოციალურ ქსელში დააფიქსირა და დისკუსიას, კანონპროექტთან დაკავშირებით გაემიჯნა. „ჯიუტის“ განცხადებით, ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც რუსულ მთავრობასთან დიალოგში შევა, ავტომატურად მის მხარეს აღმოჩნდება, – ვკითხულობთ მოძრაობის ფეისბუქგვერდზე.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძის შეთავაზება ფარსია და უკვე სამი მოსმენით მიღებული კანონის განხილვა აზრს მოკლებულია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ თავისი ინიციატივით, პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონსტრუქციული მსჯელობისთვის მზად არის.