პრემიერ-მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. განხილვის თემა იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება. ომბუდსმენი მთავრობის მეთაურს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების კონტექსტში სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობისა და მისი რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.