„როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“ – ამ სახელწოდებით, ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში იმ მნიშვნელოვან პარამეტრებსა და საკითხებზე ისაუბრა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას.