ბიზნესმენები მთავრობის ადმინისტრაციაში.
სწორედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ იმ ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელებიც, რომლებიც პროექტის წინააღმდეგები არიან. ბიზნესმენების განმარტებით, მთავრობის მეთაურმა საკანონმდებლო ინიციატივაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ევროპული კურსის უცვლელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.