კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილი მწვავე ეკონომიკური პრობლემები ბიზნეს-სექტორმა დღეს პრემიერთან განიხილა.
მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ეს კერძო სექტორთან პირველი კომუნიკაცია იყო. ყველაზე მეტი კითხვა სავალუტო ბაზარზე არსებულ რყევებზე და ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე დაისვა. ბიზნეს-ასოციაციის წევრები დაინტერესდნენ, როგორ აპირებს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას და გეგმავს თუ არა სებ-ი ინტერვენციებს.
უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრი ბიზნეს-სექტორს სწორედ ლარის კურსზე სასაუბროდ კობა გვენეტაძესთან ერთად შეხვდება.