ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ეკონომიკური მაჩვენებლები პრემიერმა ბიზნესმენებთან ერთად განიხილა.
ბიზნეს-სექტორის განვითარების მთავარ პირობად მთავრობის მეთაური ქვეყანაში მშვიდობას, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ბიზნესის თავისუფლებას ასახელებს. კერძო სექტორმა მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დაპირება დღეს კიდევ ერთხელ მიიღო. აქცენტი გაკეთდა სფეროს ხელშესაწყობად შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე და სტაბილურობის გარანტიების შექმნაზე. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბიზნეს-საქმიანობის გაფართოების მიზნით დაწყებული სახელმწიფო პროგრამებიც. შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენებმა სფეროში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.