პრემიერ-მინისტრის შეფასება

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებას აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი არჩევნებზე გადაწყდა. მისი თქმით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რაც შეეხება „ოჯახური ღირებულებებისა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონებს, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კანონებთან დაკავშირებით მეტ არგუმენტაციას ელის.